16:15 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

კარგი სიახლე: ბათუმის თავშესაფრის 6 ბენეფიციარი და 5 თანამშრომელი გამოჯანმრთელდა

კარგი სიახლე: ბათუმის თავშესაფრის 6 ბენეფიციარი და 5 თანამშრომელი გამოჯანმრთელდა

ბათუმში საპატრიარქოსთან მოქმედ სათნოების „სავანეში“ სექტემბრის თვეში ორჯერ დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. როგორც მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი დეკანოზი იოანე ბარამიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სავანეს 30 ბენეფიციარი იმყოფება კოვიდკლინიკაში, 6 კი ბენეფიციარი და 5 თანამშრომელი კი გამოჯანმრთელდა.

 

„ვაგრძელებთ საკარანტინე და თვითიზოლაციაში ცხოვრების წესს. მჭიდრო კავშირი გვაქვს ეპიდემიოლოგებთან. ვმოქმედებთ არსებული პროტოკოლით. მაქსიმალურად ვიცავთ რეკომენდაციებს. ორი სექტემბრიდან დაწესებულება არის გადასული კარანტინის რეჟიმში. 10 სექტემბრიდან ყველა თანამშრომელი და ყველა მობინადრე არის თვითიზოლაციაშია და კარანტინში. თანამშრომლები ნაწილი აქ ვრჩებით 24 საათიან რეჟიმში, ნაწილი მიდის არა სახლში, არამედ სასტუმროში, ჩვენ ვემსახურებით და სამსახურშიც ჩვენივე მანქანით გადმოგვყავს.

წნორის ხანდაზმულთა თავშესაფარში, სადაც 22 მოხუცი ცხოვრობს Covid-19 დაფიქსირდა
2020-09-28წნორის ხანდაზმულთა თავშესაფარში, სადაც 22 მოხუცი ცხოვრობს Covid-19 დაფიქსირდა

ამ ეტაპზე დავიმატეთ ოთხი თანამშრომელი, რადგან კორონავირუსით დაინფიცირდა რამდენიმე.

 

ყველა ინფიცირებული ბენეფიციარის და თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საბედნიეროდ გვაქვს გამოჯანმრთელების შემთხვევები, როგორც ბენეფიციარებს, ისე თანამშრომლებს შორის. იმედია მალე ყველა გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება.

 

ერთი ჩვენი ბენეფიციარი, 82 წლის ქალბატონი, რომელსაც კორონა დაუფიქსირდა თავშესაფარში პირველი შემთხვევის დროს, სამწუხაროდ გარდაიცვალა ქუთაისში. მას რეფერირების დროს ინსულტი განუვითარდა, მდგომარეობა დამძიმდა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა”- აცხადებს დეკანოზი იოანე ბარამიძე.

 

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X