10:33 | 2020-04-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

კარგი სიახლე – ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა

კარგი სიახლე – ბოჭორიშვილის კლინიკაში 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის ერთი 2 წლის ბავშვია. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა კლინიკაში არ არის.

 

„დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ჩვენთან მკურნალობს 48 პაციენტი, აქედან 21-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

 

გვყავს ორი გამოჯანმრთელება, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია.

 

4 ადამიანი ისევ რჩება საყურადღებო. დღეს 14 ადამიანი ელოდება კვლევაში ჩართვას“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 პაციენტი, აქედან 97 გამოჯანრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X