11:28 | 2021-12-12 ავტორი:

კარგი სიახლე – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებზე მეტია

კარგი სიახლე – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებზე მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 999 პირი. გარდაიცვალა 36 ადამიანი.

 

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 1 380 შემთხვევა, აჭარაში- 162, იმერეთში – 481, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 171, გურიაში – 81, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 185, კახეთში – 149, მცხეთა-მთიანეთში – 60, სამცხე-ჯავახეთში – 51, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც: 6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 396, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 324.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 452.

 

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – ორი.

ავტორი:

X