
საქართველოში კორონავირუსისგან 23-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 115 შემთხვევა დადასტურდა.
- 1 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 115 ადამიანია ინფიცირებული.
- 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















