00:12 | 2020-09-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კარგია გურამ! რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება – თაკო ჩარკვიანის და გურამ შეროზიას „დაპირისპირება“ გრძელდება 

კარგია გურამ! რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება – თაკო ჩარკვიანის და გურამ შეროზიას „დაპირისპირება“ გრძელდება 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის თაკო ჩარკვიანის და ბლოგერის გურამ შეროზიას „დაპირისპირებამ“ სოციალური ქსელი გაახალისა.

 

სიკვდილის წინ დაიბარე დაგბანონ - თაკო ჩარკვიანი გურამ შეროზიას 
2020-09-17სიკვდილის წინ დაიბარე დაგბანონ - თაკო ჩარკვიანი გურამ შეროზიას 

 

პოლიტიკოსმა ბლოგერის ფოტო გააზიარა სადაც წერს:

 

„შ—-ეროზიამ დამიჯერა კარგია ეგებ უკეთეს ხასიათზე დააყენოს წყალმა, კარგია გურამ! ეგრე რა, რომ დაიბან და მოწესრიგდები, მერე სხვისი ჰიგიენაც აღარ გაგიკვირდება , არც ცუდად მყოფის და არც კარგად მყოფის, არც დავარცხნილი თმა და ტუჩსაცხი, ხომ გითხარი, რომ ავადმყოფობის შიშს არ უნდა აჰყვე და თავი არ უნდა დაათრგუნინო, ეს განგვასხვავებს ადამიანებს შეშინებული პირუტყვისგან, ჰოდა მერე არც სხვისი ახლომხედველობის სათვალე გეგონება მზის, აი ასე შე კაი ადამიანო , ასე არ ჯობია “ ბლოგერ”?!“

 

გურამ შეროზიას პასუხმაც არ დააყოვნა და ცხარე „კამათმა“ სოციალური ქსელი კომენტარებში გადაინაცვლა.

 

„ჩემს “სისუფთავეზე” რომ კრინტს დაძრავს ვინმე და მით უმეტეს – თაკუნა, რატომ მიწა არ გაგვისკდება ან პომადა-კონწური დაბანასთან რა შუაშია, დაუბანელზე ვერ წაისვამდი? ლოღიკა რატომ არ გასვენებს გამჩენი? ისე, კორონა დაამარცხე?“

 

დაპირისპირება“ პოლიტიკოსსა და ბლოგერს შორის კი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როდესაც გურამ შეროზიამ თაკო ჩარკვიანის ლაივ ჩართვა გააზიარა წარწერით:

 

„სანდრო ბრეგაძე რომ პალატაში წამოგორდა კამერების დასანახად – ეგ რატომ გამახსენდა უცებ?

 

ისე ცუდადაა, პალატა, ბანკეტი და შეზლონგი აერია, ასე მოხვდა სამი ერთში: კორონა, მზის სათვალე და კვასკვასა პომადა-კონტური“ – დაწერა შეროზიამ.

 

შ—-ეროზიამ დამიჯერა 😃😊კარგია ეგებ უკეთეს ხასიათზე დააყენოს წყალმა, კარგია გურამ! ეგრე რა , რომ დაიბან და მოწესრიგდები,…

Posted by Tako Charkviani on სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2020

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X