15:25 | 2020-11-27 ავტორი: Prime Time

კარგია, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში არ გაუარესებულა ლაბორატორიული მონაცემები – რა აიმედებს თენგიზ ცერცვაძის მკურნალ ექიმს

კარგია, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში არ გაუარესებულა ლაბორატორიული მონაცემები – რა აიმედებს თენგიზ ცერცვაძის მკურნალ ექიმს

როგორ მიმდინარეობს თენგიზ ცერცვაძის მკურნალობის პროცესი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის თაობაზე მისმა მკურნალმა ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ „პოსტივის“ ეთერში განცხადა.

 

“ამ ეტაპისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კარგია, რომ ბოლო, 2 დღის განმავლობაში არ გაუარესებულა ლაბორატორიული მონაცემები. კლინიკურადაც დუნედ, თუმცა მაინც, გაუმჯობესება გვაქვს. ამ ეტაპზე საბოლოო გამოჯანმრთელებაზე საუბარი ცოტა გაგვიჭირდება, თუმცა ტენდეცია კარგი გვაქვს და იმედია მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ჩვეულ საქმინაობას”, – აცხადებს ექიმი.

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 19 ნოემბერს კლინიკაში მოთავსდა.

ავტორი: Prime Time

X