13:59 | 2021-11-11 ავტორი:

კარლ ჰარცელი გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კარლ ჰარცელი გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატივსაცემი დიპლომატის და განმანათლებლის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო“, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბატონმა გელამ შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა, მათ შორის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობისთვის გაწეული ფასდაუდებელი წვლილის სახით.

 

“ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და მთელ საქართველოს,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

ცნობისთვის, 9 ნოემბერს ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი და მწერალი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X