20:03 | 2021-08-08 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კასპის რაიონში მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კასპის რაიონში მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 აგვისტოს, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.გ-ს შურისძიების მოტივით, ლ. ხ.-მ, დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. გ.გ. მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა, ლ.ხ., იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X