
კატების პატრონებს სიფრთხილე მართებთ, რადგან ჩინეთის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ-19 შეიძლება გავრცელდეს კატებიდანაც.
ჩინურ კვლევაზე სტატიას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
ჰარბინში, ჩინეთის ვეტერინარული კვლევების გუნდმა აღმოაჩინა, რომ კატები ძალიან მგრძნობიარეები არიან ახალი კორონავირუსის მიმართ და როგორც ჩანს, შეუძლიათ ვირუსის გავრცელდება სხვა კატებზე ჰაერ-წვეთოვანი გზით.
კვლევის მიხედვით, ასევე დადგინდა ისიც, რომ ძაღლებს, ქათმებს, ღორებსა და ბატებს დაინფიცირების ნაკლები შანსი აქვთ.
აღმოჩენას წინ უძღოდა ბელგიაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც კატას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც კატის პატრონს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, ამავე პერიოდშიც დაინფიცირდა მისი კატაც.
ჩინელებმა ექსპერიმენტები რამდენიმე ცხოველზე ჩაატარეს, რომლებსაც ვირუსის მაღალ დოზას აძლევდნენ, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კატებს შეუძლიათ გადასდონ ვირუსი ადამიანებს.
ამავე თემაზე იხილეთ:























