13:57 | 2020-09-30 ავტორი: თეონა ყაჭიური

კატეგორიულად უნდა ვიცოდეთ ყველამ!.. – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს

კატეგორიულად უნდა ვიცოდეთ ყველამ!.. – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კატეგორიულად მიმართავს და აფრთხილებს. როგორც იგი ამბობს, თუკი ვინმეს ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, იგი 12 დღე უნდა იყოს სახლში, არ წავიდეს არსად და მხოლოდ 12 დღის შემდეგ ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე.

 

საფრთხე მშობიარეებისთვის?! - თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ
2020-09-30საფრთხე მშობიარეებისთვის?! - თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ

 

„კატეგორიულად უნდა ვიცოდეთ ყველამ: თუკი კონტაქტია, ადამიანი 12 დღეს უნდა იჯდეს სახლში. არავისთან კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს. ადამიანი მეორე-მესამე დღეს არ უნდა მიმართავდეს კლინიკას ტესტირებისთვის და უარყოფითი პასუხის მიღებისათვის, ვინაიდან ეს არი არის გარანტი შემდგომი 10-12 დღიანი არადაინფიცირების. ის 12 დღეს უნდა იყოს იზოლაციაში და მე-12 დღეს უნდა იტესტებოდეს“,- აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისგან ახალი რეკომენდაცია მიიღო, თუ როდის ითვლება ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად და ასევე, როდის არის იგი გადამდები და საშიში სხვა ადამიანისთვის.

 

ნახეთ დეტალურად, როდის არის კოვიდინფიცირებული სხვისთვის საშიში

ავტორი: თეონა ყაჭიური

X