23:54 | 2021-07-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კაცების ჩხუბის დროს მარნეულში ქალი დაჭრეს – ნახეთ დეტალები

კაცების ჩხუბის დროს მარნეულში ქალი დაჭრეს – ნახეთ დეტალები

ცოტა ხნის წინ მარნეულში შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი ადგილობრივ მამაკაცებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირის დედაც შეესწრო.

 

“პრაიმტაიმს” თვითმხილველმა უამბო, რომ ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა მას დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

 

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ამ წუთებში კონფლიქტის მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X