
კაცი კომაში იმდენ ხანს იყო, ოჯახს ახსნა მოუწია რა იყო პანდემია. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. 69 წლის ბრაიან ჰარვეი საავადმყოფოში მარტის თვეში მიიყვანეს. ექიმები ფიქრობდნენ, რომ მას პნევმონია ჰქონდა.
ის ხელოვნური კომაში გადაიყვანეს, რათა მისთვის დიაგნოზი დაესვათ. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შესახებ ბრაიანისთვის არაფერი უთქვამთ.
მოგვიანებით ტესტის პასუხებმა აჩვენა, რომ ბრაიანი სინამდვილეში კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ოჯახს ეშინოდა, რომ ბრაიანთან დამშვიდობებას ვერ შეძლებდა, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
თუმცა, ბრაინმა გადარჩენა შეძლო და ახლა ის გამოჯანმრთელების პროცესშია.
„როდესაც მან გაიღვიძა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა იყო კორონავირუსი. ჩვენ მას ავუხსენით, რომ არსებობს ასეთი ვირუსი.
მოვუყევით ყველაფერი მის შესახებ. მან სასწრაფოდ ყველას დაურეკა. მამაჩემის ხმის გაგონებისთანავე, ისინი ტირილს იწყებდნენ – გვეგონა, შენი სახელი ჩვენს ტელეფონზე აღარასდროს გამოჩნდებოდა. ექიმებსაც კი არ ეგონათ, რომ ის გადარჩებოდა. ის კომაში 4 კვირის განმავლობაში იყო“,- ამბობს ბრაიანის ქალიშვილია ფეია.






















