19:37 | 2021-12-26 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კაცი კორონავირუსით განზრახ დაინფიცირდა, რომ დაავადების სერტიფიკატი აეღო (საბერძნეთი)

კაცი კორონავირუსით განზრახ დაინფიცირდა, რომ დაავადების სერტიფიკატი აეღო (საბერძნეთი)

თესალონიკში, კაცი, კოვიდით განზრახ დაინფიცირდა, რათა ვაქცინის გაკეთება არ დასჭირვებოდა და დაავადების დამადასტურებელი სერტიფიკატი აეღო. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

 

მისი მცდელობა ტრაგედიით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის პირბადეს არ ატარებდა და არ იცავდა უსაფრთხოების ნორმებს. სწორედ მისგან დაინფიცირდა ასაკოვანი დედაც, რომლის გარდაცვალების მიზეზიც სწორედ დაინფიცირება გახდა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცს სჯეროდა, რომ კორონავირუსი უბრალო გრიპი იყო და არ იწვევდა ფატალურ შედეგს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X