00:57 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

„კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს – არ წახვიდეთ სასაფლაოზე“

„კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს – არ წახვიდეთ სასაფლაოზე“

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ბრიფინგს რუსუდან შარაძე გამოეხმაურა.

 

შარაძე, ამირან გამყრელიძესა და მის მეუღლეს კეთილშობილ და ღვთისმოყვარე ადამიანებად ახასიათებს.

 

მისივე თქმით, ისინი ძალიან დიდ დროს ატარებენ შვილის საფლავზე, ესწრებიან წირვას და ეხმარებიან გაჭირვებულებს.

 

„ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი.

 

ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის.

 

აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი.

 

მე კიდევ ისე არ ვინცობ, როგორც მას ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს – არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი! არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე“, – წერს რუსუდან შარაძე.

ავტორი: Prime Time

X