12:13 | 2020-05-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კაცი ცოლს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – შსს-ს განცხადება

კაცი ცოლს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა – შსს-ს განცხადება

ბათუმში პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე დააკავა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

 

დანაშაულები სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

მამაკაცი სისტემატურად მიდიოდა ქალის დროებით საცხოვრებელ ბინაში და მასთან ამყარებდა ვერბალურ კომუნიკაციას.

 

იგი არღვევდა მეუღლის მიმართ მის მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს.

 

გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და მუქარის, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე“, ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X