
ეს ამბავი საბერძნეთში ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ. კომიკურად ტრაგიკული ისტორია, საბერძნეთში ცოტა ხნის წინ განვითარდა.
კუნძულ ლიმნოზე მამაკაცმა სრულიად შემთხვევით ნაგავში 100 ათასი ევრო გადააგდო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცმა, რომელმაც დიდი რაოდენობის თანხა პირდაპირი მნიშვნელობით ნაგავზე მოისროლა, შემდეგ გააცნობიერა რაც „ჩაიდინა“. მოვლენები კი ასე განვითარდა.
მას შემდეგ რაც ფულის გზა-კვალს ვეღარ მიაგნო, დასუფთავების სამსახურში დარეკა და შეშფოთებულმა განაცხადა, რომ კუპიურებით სავსე სამი ტომარა საკუთარი მაღაზიის წინ მდებარე ყუთში გადააგდო, რადგან ნაგავი ეგონა.
დასუფთავების სამსახურმა მაშინვე დაიწყო იმის გარკვევა, თუ რომელ მანქანაში შეიძლებოდა ყოფილიყო გადაყრილი ფულით სავსე ტომრები, რადგან მანქანების ნაწილი უკვე ნაგავსაყრელისკენ მიემართებოდა.
ეს ამბავი საბოლოოდ „ჰეფი ენდით“ დასრულდა 100 ათასი ევრო ხელუხლებელი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
- VIDEO: არ დაგვწყევლოას ახლა – რა მოხდა ნიჭიერის სცენაზე, სადაც მკითხავმა რუსკას ყავის ჭიქაში ჩაიხედა























