12:45 | 2021-07-21 ავტორი: Prime Time

კაცმა ჯერ მანქანით გადაუარა ქალს, შემდეგ სახლში შეიჭრა და სროლა დაიწყო – ყოფილი ცოლის ოჯახზე თავდასხმის დეტალები

კაცმა ჯერ მანქანით გადაუარა ქალს, შემდეგ სახლში შეიჭრა და სროლა დაიწყო – ყოფილი ცოლის ოჯახზე თავდასხმის დეტალები

მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

გავრცელებული ვერსიით, კაცმა ქალს ჯერ მანქანით გადაუარა, რის შემდეგაც სახლში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და ქმარს ორი თვის წინ გაშორდა.

 

ადგილობრივები ამობენ, რომ მსგავსი კონფლიქტები ოჯახში ხშირი იყო.

 

„კურიერის“ ინფორმაციით, სროლის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა მარნეულში ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრნენ ყოფილი ცოლისძმა და სიდედრი.

 

გარდაცვლილი ქალი 27 წლისაა. მას 3 შვილი დარჩა.

 

ნახეთ: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც მარნეულში ყოფილი ცოლის ოჯახი ჩაცხრილა

 

ასევე დაგაინტერესებთ: გეგა, დუდუ, შვილი ზუკა… – გია ვოლსკის სამი დიდი ტრაგედია – დეპუტატი გარდაცვლილ შვილზე და სხვა პირად ამბებზე

 

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესს საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

 

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს?!“ – ანუკი არეშიძე კახის მხარდასაჭერად, გაიხსენეთ როგორ იცავდა მეუღლეს კრიტიკოსებს

ავტორი: Prime Time

X