
ამერიკელმა მამაკაცმა ყოფილი მეუღლის დამცირება მოინდომა და ალიმენტის მონეტებით მიცემა გადაწყვიტა.
ქალი არ ელოდა, რომ ყოფილი ქმრისგან ალიმენტის ბოლო გადახდა მინდორზე გაბნეული მონეტებით მოხდებოდა, მაგრამ ის ღირსეულად გამოვიდა მდგომარეობიდან და თავისი ქალაქის მკვიდრნი კარგი საქმისთვის მომართა.
„ვირჯინიის შტატის ერთ-ერთმა მკვიდრმა გააკვირვა ქალაქის მოსახლეობა, როდესაც ალიმენტის ბოლო გადახდის დღეს, 80 ათასი 1-ცენტიანი მონეტა მოიტანა და ყოფილი მეუღლის სახლის ეზოში, გაზონზე მოფანტა“. – წერს ბრიტანული The Mirror. მისი ქალიშვილი, ევერი, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე 18 წელი შეუსრულდა, ასევე გახდა ინციდენტის თვითმხილველი. სახლის ეზოში მონეტების გროვის დანახვამ გოგონა შოკში ჩააგდო – ისევე, როგორც დედამისი, რომელსაც არ ესმოდა, რა ხდებოდა, სანამ ყოფილმა ქმარმა არ დაიყვირა: “აი, აიღე, ეს უკანასკნელი ფულია, ბავშვის დასახმარებლად”. მონეტების გადმოტვირთვის შემდეგ, მამაკაცი საჭეს მიუჯდა და წავიდა.
გოგონას თქმით, ის მსგავსს არ ელოდა მამისგან და ახლა ძალიან წუხს და ცდილობს, გაიგოს, რატომ გააკეთა ეს. დედამისი, პირიქით, შეეცადა, თავი ხელში აეყვანა, შვილთან ერთად მოაგროვა ყველა მონეტა და შეწირა Safe Harbor- ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც თავშესაფარს აძლევს ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
საერთო ჯამში, ევერიმ და მისმა დედამ 850 დოლარი მოაგროვეს, მაგრამ ეს მხოლოდ ამბის დასაწყისი იყო. მათ შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მთელ ქალაქში და სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც მზად იყვნენ ორგანიზაციის დასახმარებლად, შეუერთდნენ დედასა და ქალიშვილს. ერთობლივი ძალისხმევით, ქველმოქმედებმა 5 000 დოლარზე მეტი შეაგროვეს.






















