
თურქეთში აიდინლიში მცხოვრები ფირატ ქაიამ, რომელიც სოციალურ მედიაში ფირატ დელიქანლის (უშიშარის) სახელით არის დარეგისტრირებული, ლგბტ თემის წარმომადგენლობის ბრალდებით მოქალაქე ე.ე. სასიკვდილოდ სცემა, მისი ფოტოები კი სოციალურ მედიაში გაავრცელა.
ნახეთ ვიდეო: კაცმა სასტიკად აწამა ახალგაზრდა, რადგან ლგბტ თემის წევრი იყო
ფოტოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ჰეშტეგი „დაიჭირონ ფირატ დელიქანლი“
Facebook-მომხმარებლები აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მისი ძალადობის მსხვერპლი ბევრი ყოფილა, მათ შორის მისი შეყვარებულიც. ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს თურქეთის პოლიცია.






















