12:56 | 2021-02-07 ავტორი: Prime Time

„კაცს მოულოდნელად მთლიანი სხეული გაუყვითლდა და სუნთქვა გაუძნელდა“ – ინგლისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი იშვიათი რეაქცია დააფიქსირეს

„კაცს მოულოდნელად მთლიანი სხეული გაუყვითლდა და სუნთქვა გაუძნელდა“ – ინგლისში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი იშვიათი რეაქცია დააფიქსირეს

69 წლის ლენი ჯონსს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი იშვიათი რეაქცია განუვითარდა. მას მოულოდნელად მთლიანი სხეული გაუყვითლდა და სუნთქვა გაუძნელდა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯონსს სისხლის გადასხმა დასჭირდა. ექიმების ცნობით, ინგლისში ჯონსისნაირი 12 ადამიანია, რომელსაც ინფიცირების შემდეგ მსგავსი რეაქცია განუვითარდა.

 

„დილით გამეღვიძა, სარკეში ჩავიხედე და ყვითელი ვიყავი. თავიდან მეგონა, რომ სარკეს ჭირდა რამე“,- აცხადებს ჯონსი.

 

ჯონსმა სისხლის გადასხმის შემდეგ საავადმყოფო დატოვა.

 

„მადლობელი ვარ ყველა ექიმის. რასაც ისინი აკეთებენ მართლაც რომ შესანიშნავია“,- აღნიშნა მან.

ავტორი: Prime Time

X