
ამ პიროვნებისგან ოჯახის სიყვარულის როგორც ავადმყოფობის მოხსენიება ნამდვილად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „არენაში“ ნიკა გვარამიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე.
„ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც თითქოს წარმოაჩენდა, რომ ის იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი. ეს ყველაფერი იყო ტელევიზიით და პიარით ნაჩვენები და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა – აი გორში მისი გაქცევა.
სად უნდა იზრდებოდეს, რომელ სოციუმში საქართველოში ადამიანი, უმაღლესი მმართველი, რომელსაც სტუმარი თან ახლავს და თვითმფრინავის ხმაზე გარბის შეშინებული, დაცვა მისდევს და მას კიდევ შეიძლება ჰქონოდეს პრეტენზია გამოჩენის და კიდევ მმართველ ძალაში დაბრუნების“, – განაცხადა ყაველაშვილმა.























