
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ხშირად ვრცელდება.
TodoFichajes–ის ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ ყუბანის „რუბინთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის მიზნით მოლაპარაკებები გააქტიურა. ქართველი თავდამსხმელი რამდენიმე დიდი ევროპელი ფეხბურთელის სამიზნეა, როგორებიც არიან „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ და აშკარაა, ამ საკითხის სასწრაფოდ მოგვარება აუცილებელია“, – ამტკიცებს Todofichajes.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ იტალიური კლუბის დაინტერესებაზე რუსულმა „სპორტ-ეკსპრესმა“ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დააკონკრეტა.
„იტალიელებმა ყაზანის „რუბინთან“ მოლაპარაკებების პროცესი დააჩქარეს და ამ მხრივ სერიოზული პროგრესია. ტრანსფერის ღირებულება 19 მილიონ ევროს შეადგენს“, – წერს ცნობილი რუსული სპორტული გამოცემა.






















