
საქართველოსა და აშშ-ის წყალბურთელთა ნაკრებს შორის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მატჩი გაიმართა.
მატჩი ამერიკელების გამარჯვებით, 13-9 დასრულდა.
ფინალს ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და გაავრცელა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მატჩს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, სპორტულ არენაზე დიდი მეტოქეობა იყო. ვულოცავთ ამერიკის გუნდს დიდი ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას.

თამაშს ელჩი კელი დეგნანი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. მათ მოთამაშეებს გულშემატკივრობის შემდეგ მთავარი მოთამაშის ჯილდოებიც გადასცეს.

აშშ-ის მხრიდან ელჩმა დეგნანმა ჯილდო მაქს ირვინგს გადასცა.მომავალ ტურნირებში საელჩო ორივე გუნდს წარმატებას უსურვებს.


დაგაინტერესებთ ⇓






















