20:15 | 2020-05-13 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კერძო ავტომობილებში მგზავრების რაოდენობაზე შეზღუდვის მოხსნა განიხილება

კერძო ავტომობილებში მგზავრების რაოდენობაზე შეზღუდვის მოხსნა განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ტაქსებში შეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული.

 

რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

 

„შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი.

 

თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული.“- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X