
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოში იმყოფება. მისივე თქმით, სააკაშვილმა დაპირება საკუთარი ჯანმრთელობის, თავის გაწირვის ხარჯზე შეასრულა.
„მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. მინდა, დავაწყნარო, დავამშვიდო ჩვენი მომხრეები და არა მარტო ჩვენი მომხრეები, სრულიად საქართველო, საზოგადოება, რომ დაპირება, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს, მან საკუთარი ჯანმრთელობის, თავის გაწირვის ხარჯზე შეასრულა. ახლა დარჩენილია ის, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე, პასუხი გავცეთ კრიმინალურ „ოცნებას“, – განაცხადა მიხეილ ხაბეიშვილმა.
მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მომხრეებს, დიახ, მეგობრებო, თქვენ არ უნდა დაარღვიოთ კანონი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დაწყებულია ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესი. ყველა ჭკვიანი, განათლებული, საზრიანი, საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ის ამ არჩევნებზე არც გამოჩნდება, არც გამოჩენილა და არც არავისთვის დაუჭერია მხარი ღიად. ცხადია, რომ „ოცნება“ დასრულებულია. შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება.
მოქალაქეებს მოგიწოდებთ, უკანასკნელი სახსრები გაიღეთ, მიბრძანდით არჩევნებზე და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ „ოცნება“. აგიტატორები, „ქართული ოცნების“ მომხრეები ძალდატანებით რომ ჰყავთ ოფისებში მიყვანილი, დღეს დილიდან ფაქტობრივად დაცლილია „ოცნების“ ოფისები. მათი შტაბის ხელმძღვანელობა პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, ფაქტობრივად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ. არ ვიცი რამე აქვთ დაშავებული ან არ აქვთ, რა გარანტიებს ითხოვენ. თავს ნუ შეაკლავთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლიდან წლამდე არჩევნები რომ მოდის, ერთ ტომარა ფქვილის ფასად ყიდულობენ თქვენს მხარდაჭერას.
მეგობრებო, არავინ აღარასდროს არ აპირებს თქვენ დაყოფას იმისიანებად და ამისიანებად. არავინ დაგყოფთ პარტიული მიმართულებით. ის კეთილდღეობა, რომელიც მოყვება 2 ოქტომბრის არჩევნებს, „ოცნების“ მარცხს, გადანაწილდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. სააკაშვილი იქნება ჩვენთან ერთად. როგორც კი არჩევნები მორჩება, ჩვენ 3 ოქტომბერს ამას აღვნიშნავთ დედაქალაქში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























