
იმუნოლოგ-ალრგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ასახელებს დროს, თუ როდის დასრულდება საქართველოში კორონავირუსი და რა შედეგი მოჰყვება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ მომცველობას.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებაში ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი არ გააქტიურდა, ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღა ახალი ტალღა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში გააქტიურდება.
„ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითი ტენდენცია შეინიშნება, რაც ბუნებრივი პროცესია. ვირუსის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ სამი თვე არის ვირუსის აღმავალი პერიოდი, სამი თვე სიმშვიდის პერიოდი და შემდეგ ისევ აღმავალი პერიოდი იწყება, თუ მას ვაქცინაციის კარგი პროცენტი არ უპირისპირდება“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
კითხვაზე, სოციალურ ქსელში ბევრი გგულშემატივრობთ, თუმცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაგიწერათ, „ვაქცინაციით ხალხი დახოცა და ფულები იშოვაო“. რას ეტყოდა ასეთ ადამიანებს. ინფექციონისტი პასუხობს:
„ღმერთის სახელით მაინც ნუ ისაუბრებენ, ამას ვთხოვ! სხვა ყველაფერი ასატანია. მე უბრალო ექიმი ვარ, რადგან მე და ჩემი ახლობლები აცრილები ვართ, მაქვს უფლება ყველას იგივე ვურჩიო და მჯერა, ამით მეტი სიცოცხლე გადავარჩება“
– შეგიძლიათ თუ არა პროგნოზირება, კორონავირუსის პანდემია როდის დასრულდება?
– ჩემთვის და მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის პანდემიის დასრულების კრიტერიუმია, როცა ქვეყნები იქნებიან ბუნებრივად და ხელოვნურად იმუნიზირებულები, ანუ ვაქცინაციით და ვირუსის ბუნებრივი გადატანით.
პანდემიაზე გავიმარჯვებთ მაშინ, როცა ინფექციის გავრცელებას არ ექნება მასშტაბური ხასიათი, რასაც ჰოსპიტალური სექტორის სრული კოლაფსი მოჰყვება. საქართველო ამ ნიშნულამდე 2022 წლის ბოლოსკენ მივა.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























