
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე ქართველ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ვუსმენ და ყველა ხალხის სახელით ლაპარაკობს ეთერებში. თან ისე თავდაჯერებით, თითქოს სწორედ მან, ერთადერთმა იცის ყველაზე კარგად რას ფიქრობს ხალხი.. ეს არის საბჭოური ეპოქის მენტალობა და ძალიან გვიშლის ხელს განვითარებაში… ალბათ უნდა ვისაუბროთ და არა ვამტკიცოთ, ვიმსჯელოთ და არა აზრი მოვახვიოთ ერთმანეთს. თუ გვინდა, რომ რამე შევცვალოთ, ჯერ ჩვენ თვითონ უნდა შევიცვალოთ”,- წერს კობერიძე.






















