13:47 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს – გიორგი ღოღობერიძე მთავრობას დახმარებას სთხოვს

ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს – გიორგი ღოღობერიძე მთავრობას დახმარებას სთხოვს

​ექიმი, გიორგი ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში მედიკამენტების ფასების გაზრდას ეხმაურება.

რა უნდა იცოდნენ ვაქცინირებულმა ადამიანებმა - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
2021-08-02რა უნდა იცოდნენ ვაქცინირებულმა ადამიანებმა - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

 

„პრემიერმა თქმა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო.

 

აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა.

 

დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ.

 

მთავარობა უბრალოდ დამიდგეს გვერდში, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს.

 

სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.

 

მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომისთ ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება“,- წერს გიორგი ღოღობერიძე.

ავტორი: Prime Time

X