
საქართველოს ყოფილი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან საქართველოს მოსახლეობას მიმართა.
„პირველ რიგში მინდა მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს. მინდა დაგისვათ კითხვა – რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვეთ აყვანის წინ. მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი და მოღუშული. ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება და არის გაუბედურებული.
მე მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? გამარჯვების ზეიმი? თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, ის რაც ახლა ხდება, ყველაფერი ერთად უნდა დავასრულო“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სხდომის დარბაზში.
ასევე ნახეთ:






















