17:03 | 2021-10-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“ხან მოწამვლა, ხან შეშინება სცადეს, ხან რაღაც შემომითვალეს… არაფერმა რომ არ გაჭრა, მერე…” – ზურა მანჯავიძე

“ხან მოწამვლა, ხან შეშინება სცადეს, ხან რაღაც შემომითვალეს… არაფერმა რომ არ გაჭრა, მერე…” – ზურა მანჯავიძე

ზურა მანჯავიძე “ქართული ოცნების” აქციაზე იმყოფება. როგორც მომღერალი “პრაიმტაიმთან” აღნიშნავს, იქ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად არის.

 

ზურა მანჯავიძე: – მოსული ვარ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. თუ მოგვთხოვეს, პატრიოტული მოტივის სიმღერებს ვიმღერებთ კიდეც.  “ფორტეს” გოგონებიც აქ არიან, თუმცა ჯერ არ მინახავს არც ერთი. შეხვედრის ადგილი დავთქვით და შევიკრიბებით.

 

ამ აქციას აქვს ის მნიშვნელობა, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნემ დაინახოს, რომ საქართველოს მშვიდობიან განვითარებას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

 

ძალიან ბევრი ხალხია. ყველა იგივე განწყობით არის მოტივირებული, როგორი განწყობითაც მე ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც თავის ქვეყანაზე გული შესტკივა.

 

2021-10-27"ნაცმოძრაობის დროს, მიტინგზე ჩემი გამოსვლის გამო, ჯერ მამაჩემის ბინა გაჩხრიკეს, შემდეგ კი ის დააკავეს" - ზურა ხაჩიძე

 

მინდა მომავალმა მთავრობამ ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, რომელიც საქართველოს განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და არა რევანშზე, ფაშიზმზე, კერპთაყვანისმცელობაზე, ბელადომანიაზე. საკუთარი ქვეყნის, პირდაპირი მნიშვნელობით, მტრობაზე.

 

ის მავნებლობა, რაც მაშინ ჰქონდათ, ოპოზიციაშიც გადმოყოლილი აქვთ. ატყუებენ ხალხს, დებენ პირობას, რომ აღარ მოიქცევიან ძველებურად. დანაშაულებს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ გამოსწორებულნი და უკეთესები არიან. რეალურად კი, მათი გამოსწორება წარმოუდგენელია.

 

ჩემზე, რომელიც იმ დროს ოპოზიციური განწყობით ვიყავი, მოხდა თავდასხმა. საბედნიეროდ, მარტო არ ვიყავი და ოპერაცია ჩაეშალათ. თუმცა, ამ თავდასხმას, ჩემზე ფსიქოლოგიური კვალი დღემდე აქვს დატოვებული. ხან მოწამვლას მიპირებდნენ, ხან შეშინება სცადეს, ხან რაღაც შემომითვალეს… არაფერმა რომ არ გაჭრა, მერე ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ. თუმცა ვერ დამაშინეს, ჩემს პოზიციაზე უარი ვერ მათქმევინეს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X