
„ცხოვრება ასეა, ხან იქნები პარლამენტის თავმჯდომარე, ხან რიგითი დეპუტატი, ხან დეპუტატიც აღარ იქნები. აგერ ორი თვის წინ სულ უმუშევარი ვიყავი“, – ამბობს „რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე.
დავით ბაქრაძე ასევე იხსენებს 2008 წლის ომის დეტალებს, როდესაც ის მაშინდელ პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან დაკავშირებას ცდილობდა.
„როდესაც სარკოზი ცდილობდა მედვედევთან დაკავშირებას, რომ შეთანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნები რაც ქართულ მხარეს ჰქონდა, მან მთხოვა, რომ იქნებ დაუკავშირდეთ მედვედევს თქვენი ხაზით. დამხვდა მედვედევის თანაშემწე, რომელსაც ვუთხარი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მინდა მედვედევთან ლაპარაკი, მითხრა, რომ მედვედევს ეძინა და ვერ დაელაპარაკებოდა“, – იხსენებს ბაქრაძე.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძე მე-7 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.






















