13:36 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

ხანძარი ნაგომარში – დაიწვა საბავშვო ბაღი და ამბულატორია

ხანძარი ნაგომარში – დაიწვა საბავშვო ბაღი და ამბულატორია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაგომარში საბავშვო ბაღი, ამბულატორია და ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს“განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

 

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი: Prime Time

X