
ოკუპირებული ტყვარჩელის სოფელ აგუბედიაში, ერთასრთულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა.
მრავალშვილიანი ოჯახი, დედ-მამა და ოთხი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა გაუმართავ ელექტროგაყვანილობას უკავშირდება.
ავტორი: თეა შონია























