08:06 | 2021-06-30 ავტორი: Prime Time

ხანძარი თბილისში – ცეცხლი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა

ხანძარი თბილისში – ცეცხლი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა

თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად ბინა მთლიანად განადგურდა.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მოსახლეობამ სახლი დროულად დატოვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი წყლის გამაცხელებელი იყო. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლიკვიდაცია გაჩენიდან მალევე მოხდა.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X