16:54 | 2021-04-14 ავტორი: Prime Time

ხანძარმა სენაკში კაცი იმსხვერპლა – ის ხის სახლში მარტო ცხოვრობდა

ხანძარმა სენაკში კაცი იმსხვერპლა – ის ხის სახლში მარტო ცხოვრობდა

სენაკში ხანძრის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი სერიოჟა მალანია დაიღუპა.

 

ის ხის საცხოვრებელ სახლში, სენაკში რუსთავის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა.

 

ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

 

საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X