11:01 | 2021-08-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ხანძრის გამო ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს (ათენი)

ხანძრის გამო ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს (ათენი)

საბერძნეთი ისევ ხანძარს ებრძვის. ათენის მახლობლად მდებარე ორ სოფელთან ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

საბერძნეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე სოფლებიდან, ვილიასა და პროფიტის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

 

გამოცემის ცნობით, ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ამ წუთებში ხანძარს 85 მეხანძრე, 13 ვერტმფრენი და 13 თვითმფრინავი ებრძვის.

 

ცნობისთვის, ამ რაიონში გასულ კვირას 9 ჰექტარზე მეტი ფართობის ფიჭვის ტყე დაიწვა.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეს, საბერძნეთში ხანძრის 500-ზე მეტი კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X