11:56 | 2020-05-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ხარვეზი შესაძლებელია! – ეზუგბაია საჩხერეში მამაკაცის ხელახალ დაინფიცირებაზე

ხარვეზი შესაძლებელია! – ეზუგბაია საჩხერეში მამაკაცის ხელახალ დაინფიცირებაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია საჩხერეში მომხდარ ფაქტს განმარტავს. როგორც იგი ამბობს, შესაძლოა ტესტირების დროს ხარვეზი ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი გამოსაკვლევია.

 

მისივე თქმით, თუ მამაკაცთან კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. იგი სხვისთვის საშიში არ არის.

 

„ყველაფერი ხდება ტესტირების შემთხვევაში. შესაძლებელია რაღაც ხარვეზი მოხდა ტესტირების დროს. ეს არის მხოლოდ ვარაუდი და არ აქვს მტკიცებულება~ აცხადებს ეზუგბაია

 

ცნობისთვის, გუშინ საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ მამაკაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა.  დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მამაკაცმა კოვიდ-19 რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 475 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3914 ადამიანი, სტაციონარში რჩება 340.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X