
ხაშურში ერთმანეთს პიკაპი და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. პიკაპში დაცვის თანამშრომლები იყვნენ, სავარაუდოდ მათ ბანკის ფული გადაჰქონდათ.
წინასწარი ინფორმაციით ავარიის შედეგად არავინ გარდაცვლილა. მანქანებში მსხდომი პირები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო.
ავტორი: თათია გოლოშვილი






















