01:23 | 2021-03-30 ავტორი: Prime Time

„ხაშურში სუიციდისთვის ჩავიდა“ – 40 წლამდე კაცი ნათესავებმა გარდაცვლილი იპოვეს

„ხაშურში სუიციდისთვის ჩავიდა“ – 40 წლამდე კაცი ნათესავებმა გარდაცვლილი იპოვეს

რუსთაველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი 28 მარტს სუიციდის მიზნით რუსთავიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩავიდა.

 

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი მისმა ნათესავებმა იპოვეს. რა გახდა სუიციდის მიზეზი უცნობია.

 

როგორც “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X