20:45 | 2021-09-21 ავტორი: თამარ გონგაძე

“ხატების კუთხეში მიდევს გივის სურათი და ყოველდღე “საქმეს ვურჩევ” – მანანა ბერიკაშვილი დაუვიწყარ მამაზე

“ხატების კუთხეში მიდევს გივის სურათი და ყოველდღე “საქმეს ვურჩევ” – მანანა ბერიკაშვილი დაუვიწყარ მამაზე

ოთხი წელია, რაც გივი ბერიკაშვილი აღარ არის, თუმცა როგორც მისი ქალიშვილი, მანანა ბერიკაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, მამას სახელი ყველგან ხვდებათ. სახალხო არტისტისადმი წამოსული სიყვარული, დღემდე კვებავს მის ოჯახს.

 

ლეილა კაპანაძეს და გივი ბერიკაშვილს ორი შვილი ჰყავთ – მანანა და ზურა. ქალბატონი ლეილა, წლების მანძილზე, მეტყველების პედაგოგი გახლდათ, ისევე როგორც მანანა…

 

გივი ბერიკაშვილი მეუღლესთან ერთად

 

საყვარელი და თან ასეთი მეუღლის წასვლის შემდეგ რომ ფრთამოტეხილი გრძნობს თავს, ბუნებრივია…

2021-09-17"ნიკამ ჩვენს ოჯახში გივი შეცვალა. მამას ტანსაცმელს იცვამს... გივიც სულ ამბობდა, მგავსო" - მანანა ბერიკაშვილის სიძე ახალ შოუს წაიყვანს

 

მანანა ბერიკაშვილი: – დედა არ არის კარგად. ასაკი, დაავადებები… ჩემს სიძეს, ნიკას ელოდება ხოლმე, წნევა რომ გაუზომოს. დააცადე სახლში შემოსვლა-მეთქი, ვეუბნები. ნიკას კარგად ესმისო, მეუბნება, მაშინ, როცა მე ვასწავლე წნევის გაზომვა. ნიკაზეა შეყვარებული.

 

გივის შემდეგ დედას კი არა, მეც ძალიან გამიჭირდა. ხატების კუთხეში მიდევს გივის სურათი და ყოველდღე “საქმეს ვურჩევ”, “ვეჩხუბები”, სად წახვედი, რომ წახვედი-მეთქი? უცებ წავიდა, ჯანმრთელი, საღ-სალამათი, უცებ გაქრა.

 

ახლა, იქიდან, გვპატრონობს. სადაც არ უნდა შევიდე, ყველგან გვხდება გივი.

 

ვაჟაზე მოვდიოდი საცობში. ქალი იდგა და მანქანიდან მლოცავდა, გაიხარე შენი ოჯახით, იცოცხლეო. ვიფიქრე, რა დამსახურებისთვის მლოცავს ეს ქალი-მეთქი. შენ გაიხარე, ჩემი გივის მონაგაროო. გავაჩერე მანქანა, ახლობელი ხომ არ არის-მეთქი. აბსოლუტურად უცხო ქალი იყო…

 

არ არსებობს ვიღაცამ არ დაგვლოცოს, მამაჩემის სახელით.

 

კახი კავსაძის უმცროსი ძმა მეორე დოზით აიცრა - „ანტივაქსერები სპეციალურად აშინებენ ადამიანებს“
2021-09-08კახი კავსაძის უმცროსი ძმა მეორე დოზით აიცრა - „ანტივაქსერები სპეციალურად აშინებენ ადამიანებს“

 

კახი და გივი სულ ერთად იყვნენ, მაგრამ ბოლო წლებში გაუსაძლისი იყო ამათი ურთიერთობა.

 

კახის არ ესმოდა, მამა ვერ აგებინებდა და დამღალა, კაცო, დამღალაო, ამბობდა.

 

მამას წასვლის შემდეგ კახი უცებ მოტყდა. როგორც ჩანს, ერთად რომ იყვნენ და ურთიერთობდნენ, ერთმანეთთსაც ავარჯიშებდნენ.

 

 

გივის ახალგაზრდული ტვინის ქერქი ჰქონდა. ყველაფერი კარგად ახსოვდა. თავის ტოლებთან დიდად არა, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა უყვარდა.

 

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მარტო მოვიდა. სად დატოვე დედა-მეთქი, ვკითხე. დამანებე თავი, დაბერდა და გამოშტერდაო, მითხრა (იცინის).

 

უცებ გაქრა…

 

ჩვენ ამ კაცზე ლაპარაკით არ ვიღლებით.

ავტორი: თამარ გონგაძე

X