00:35 | 2021-09-20 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ხათუნა იოსელიანი ძმაზე: ომის დასრულებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი – აფხაზეთს შეწირული მსახიობი

ხათუნა იოსელიანი ძმაზე: ომის დასრულებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი – აფხაზეთს შეწირული მსახიობი

„28 წელი გავიდა, ომის დასრულებამდე 1 კვირა იყო დარჩენილი…“ – ასე ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი, ხათუნა იოსელიანი უმცროსი ძმის, ალექსანდრე იოსელიანის გარდაცვალების 28-ე წლისთავს.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ალექსანდრე 41 წლის იყო, მან არაერთ ქართულ ფილმსა თუ სპექტაკლში მოასწრო თამაში და მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

 

ამობობენ, საშკა იოსელიანის ქუჩაში გამოჩენა განსაკუთრებით დიდი სიხარული იყო გოგონებისთვის, რადგან ყველა მასზე იყო შეყვარებულიო. მორიდებული, ზრდილობიანი და სიმპათიური ბიჭის გულის მონადირებას თურმე ყველა თავისებურად ცდილობდა.

 

მსახიობის დებიუტი კინოში შედგა რეჟისორ ალექსანდრე ნინუას ფილმში „კედელი“. ამას მოჰყვა რეჟისორების გუგული მგელაძის, სიკო დოლიძის, გიგა ლორთქიფანიძის, გოგი ქავთარაძის, ირაკლი შავლიაშვილის ფილმები.

 

საშკა იოსელიანმა უკანასკნელი როლი 1992 წელს „ოქროს ობობაში“ ითამაშა, ერთი წლის შემდეგ კი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა.

 

მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X