
მომღერალი ნინი ქარსელაძე დედაზე, რომელიც ახლა მძიმე სენს ებრძვის, განსაკუთრებულად ზრუნავს.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას ახალი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ის ქალიშვილთან და მეგობართან ერთად არის გადაღებული.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ასეთი შვილის დედამ დიდხანს უნდა იცოცხლოს და დატკბეს შვილიშვილებით“ – წერენ კომენტარებში.























