11:01 | 2021-10-30 ავტორი: Prime Time

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება ზუგდიდში – სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

დაპირისპირება ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე მოხდა, ადგილზე მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

 

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ენმ – ს აქტივისტი გიორგი მუმლაძე ზუგდიდს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებს. მამუკა წოწერიამ ამომრჩევლებსა და გუნდის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 

სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

 

ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

 

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X