13:14 | 2021-01-27 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„ხელის არეში უნებლიედ იგრძნო ტკივილი და გამწარებულმა გამართულად შეიკურთხა ქართულად“ – ცოტნე გამსახურდიას მასაჟისტმა ეს გინება წარმატებად მიიჩნია

„ხელის არეში უნებლიედ იგრძნო ტკივილი და გამწარებულმა გამართულად შეიკურთხა ქართულად“ – ცოტნე გამსახურდიას მასაჟისტმა ეს გინება წარმატებად მიიჩნია

ცოტნე გამსახურდია სარეაბილიტაციო კურსს გერმანიაში გადის. ერთი თვის წინ ოჯახის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი ამბობდა, რომ ის „სრულიად კონტაქტურია, ადეკვატურია, სრულად აღიქვამს კომუნიკაციას, მოვლენებს… ამ ეტაპზე ის შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით. ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულსა და ლაპარაკს. ექიმები პროგნოზირებენ, რომ გამსახურდიას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა „გარკვეული ეფექტი მივიღოთ“.

 

როგორც ჩანს, მკურნალობის პროცესი წარმატებულად მიდის, რის შესახებაც გამსახურდიების ოჯახის გულშემატკივარი, ავსტრიაში მცხოვრები ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს ყოველი მართალქართველის გულისყური მიპყრობილია გერმანიის კლინიკისაკენ, სადაც მკურნალობას გადის საქართველოს სარანგის, ჩვენი სამშობლოს ერთადერთი ჭირისუფალ პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია და გულის ფანცქალით ელის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყოველ მცირე ნაბიჯსაც კი.
ცოტნემ სარეაბილიტაციო ვარჯიშის დროს ხელის არეში უნებლიედ იგრძნო ტკივილი და გამწარებულმა გამართულად შეიკურთხა ქართულად!
იმ მასაჟიტს, რა თქმა უნდა, ამ წინადადების მნიშვნელობის არაფერი გაეგო, მაგრამ პაციენტის წარმოთქმული წინსვლად და წარმატებად მიიჩნია.

ჰოდა, მთელი საღამოა, მეც გახარებული ვარ!
მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ცოტნე წარმატებით დაძლევს ამ პროცესს და გამარჯვებული დაუბრუნდება სამშობლოს!
უფალო, იყავ კეთილი ნება შენი!“ – წერს ქართველი ემიგრანტი, ავსტრიიდან.

 

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს, რის შემდეგაც ის კომაში იყო. მას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთის კლინიკებში, 13 ივლისიდან ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. მისი მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ“ ანაზღაურებს. გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 2 კაცს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X