14:06 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ­ნის­ტია უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს – მეუფე იაკობი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ­ნის­ტია უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს – მეუფე იაკობი

პო­ლი­ტი­კა რომ ჩა­რე­უ­ლი იყო მა­გა­ში ჩან­და, – ასე შეაფასა ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა ია­კობ­მა გიგი უგუ­ლა­ვა­სა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

 

თუმცა მას მაინც მიაჩნია, რომ უგულავა და ოქრუაშვილი პოლიტპატიმრები არ იყვნენ.

 

„უშუ­ა­ლოდ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბად არ ვთვლი­დი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა რომ ჩა­რე­უ­ლი იყო მა­გა­ში ჩან­და, ხომ არ მო­გა­ტყუ­ებთ ახლა. რუ­რუა არც ვი­ცო­დი ტე­ლე­ვი­ზი­ის მე­წი­ლე რომ ყო­ფი­ლა. მე პი­რა­დად, რა­საც ვფიქ­რობ, ტე­ლე­ვი­ზი­ის გამო მოხ­ვდა ცი­ხე­ში.

რუ­რუ­ა­საც გა­უშ­ვე­ბენ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე რომ მა­გის მე­პატ­რო­ნე­ო­ბა არ ყო­ფილ­ყო, ვის სჭირ­დე­ბო­და? აქამ­დე და­ი­ჭერ­დნენ და­ჭე­რა, რომ ნდო­მე­ბო­დათ. ვერ და­ი­ჭერ­დნენ?“- აღ­ნიშ­ნა ეპის­კო­პოს­მა.

 

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ­ნის­ტია უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს.

 

„მი­ვუ­ლო­ცე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ნე­ბის­მი­ერს მი­ვუ­ლო­ცავ და სახ­ლმწი­ფოს თუ თა­ვის ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი აქვს, რად­გან ეს მოხ­და,

 

მე ვფიქ­რობ, რომ დიდი ამ­ნის­ტი­აც უნდა გა­ა­კე­თონ და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­უშ­ვან ცი­ხი­დან.

 

მა­გე­ნი რომ გა­მო­უშ­ვან შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის ბევ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი იყოს, ან რუ­სე­ბის­თვის, ან ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ რის­თვის არის და რის­თვის იძა­ხი­ან ისი­ნი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლე­ბი არი­ან

 

შე­იძ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რა­ღაც არ მოს­წონთ და თუნ­დაც მა­გათ გამო აღი­ა­რე­ბენ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X