
„მე სასამართლოს ლოგიკაზე მსჯელობა გამიჭირდება. ეს არის პოლიტიკური პროცესი და მას სამართლებრივი პრაქტიკულად შინაარსი არ გააჩნია“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
„ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი შეასრულა, როდესაც გამოუშვა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, იგივე უნდა გაკეთდეს რურუასთან მიმართებაში.
ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გიორგი რურუა იყო ამ შეთანხმების ნაწილი. ამიტომ, რაც უფრო სწრაფად დავხურავთ ამ ფურცელს და გადავალთ საარჩევნო რეფორმაზე, ეს მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვენელოვანი იქნება.
არ არსებობს იარაღი, არც კი ჩაუდიათ რეალურად, დაწერეს უბრალოდ, რომ იარაღი ჰქონდა. სასამართლო ლოგიკაზე მე ვერ ვიმსჯელებ, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვდაგავრთ ზღვარზე პოლიტიკური ნორმალიზების და ეს პროცესი უნდა დაასრულოს ხელისუფლებამ როგორი რთულიც არ უნდა იყოს“,- აღნიშნა ელენე ხოშტარიამ
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.






















