17:03 | 2020-05-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ – უგულავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ – უგულავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, როგორც იგი ამბობს, ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთს ატყუებენ.

 

„ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ, ერთმანეთსაც ტენიან გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის სიმძიმეს თუ ტვირთს, ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს ძირავენ და რაც მთავარია, არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი, ამ ისტერიის ფონზე გამოჩნდა, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკოსი ან სახელმწიფო მოხელე, რომელსაც შეუძლია, მათ შორის, მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება.

 

ჩვენ ერთი მთავარი რამ დავინახეთ, მთლიანად ხელისუფლების ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა აქვს. მეორე – დავინახეთ ის, რომ რაც არ უნდა ვთქვა, მათი პირველი ინსტინქტი და მიდრეკილება არის ის, რომ მოგატყუოთ. დავინახეთ ის, რომ ქვეყანა არ არის ჩალით დახურული.

 

რაც არ უნდა მოატყუოს საკუთარი ხალხი და საერთაშორიოს საზოგადოება, რეაგირება იქნება ადეკვატური, სწორი და რაც მთავარია, პირდაპირი. გამოჩნდა ისიც, რომ ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ ფლობს, არ ფლობს, იგნორირებას უკეთებეს და დასცინის დიპლომატიურ ენას. ამიტომაც იყო ზუსტად, პირდაპირი მითითებები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილამ გუშინ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებაზე მან პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი წინასწარ გააფრთხილა.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული პოლიტიკოსები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

 

ამავე თემაზე: ჩემთვის უკიდურესად მძიმეა – გახარია პოლიტიკოსების შეწყალებას ეხმაურება

 

რისთვის იხდიდნენ სასჯელს ოქრუაშვილი და უგულავა?! – „დანაშაულთა ქრონიკა“

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X