17:01 | 2020-04-24 ავტორი: ანეტი მიქელაძე

სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნას, უკრაინაში მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ

სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნას, უკრაინაში მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ევროპული სოლიდარობა“, საქართველოს ექს-პრეზიდენტის კანდიდატურას, უკრაინის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ევროპული სოლიდარობა ოპოზიციაში ვართ და რა თქმა უნდა, როგორც ოპოზიცია, ხელისუფლების ახირებას ხმას არ მივცემთ“, – განაცხადა პოროშენკომ.

 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის დანიშვნა ვიცე-პრემიერად გამოხატავს იმას, რომ „სათადარიგო სკამზე ადგილები დამთავრდა და ის ტაბურეტად გადაიქცა“.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმერ ზელენსკისგან წინადადება მიიღო, რომელსაც სააკაშვილი დათანხმდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ის უმაღლეს რადას თავის გეგმას წარუდგენს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X