
ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეიდან კონსულტაციები განახლდა. კონსულტაციებზე მივიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.
შეხვედრის დაწყებამდე მან პოლიტპატიმრებზე საერთაშორისო გამოხმაურებები შეაფასა. როგორც ბესელია ამბობს, ხელისუფლების ასეთი სიჯიუტე ყველასთვის საზიანოა.
„ეს არის რეაქცია და პასუხი იმ გამომწვევ და არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე, რომლიც ჰქონდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს. მათ თქვეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა შეთანხმების დროს.
ეს ხომ არის მესამე განცხადება, ამას მოჰყვება კიდევ უფრო მწვავე რეაქციები. თუ არ უნდა ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღოს კიდევ უფრო მასშტაბური შეფასებები, უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სიჯიუტე არის ძალიან საზიანო“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ამ წუთებში „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.
ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:
პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე
დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს
ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე
თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს























