
“ხელოვნური კრიზისი იმის საფუძველი არ არის, ქვეყანა არიო და დესტაბილიზაციას ხელი შეუწყო”, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
„არავითარი საფუძველი იმისა, რომ „ლელო” რაღაც კეთილშობილურ მისიას შეასრულებს, არ არსებობს. მათი პოზიცია. ხელოვნური კრიზისი იმის საფუძველი არ არის, ქვეყანა არიო და დესტაბილიზაციას ხელი შეუწყო. არსებობს პარლამენტი და პარლამენტში არსებობს ნებისმიერი პირობა, რომ საკითხები დებატების თუ სხვა ფორმატში იყოს განხილული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტია “ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები. ამ თემაზე სასაუბროდ “ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















